ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნებს ნიუ-იორკში აფასებენ


კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი ( ფოტო: ვიკიპედია)
კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი ( ფოტო: ვიკიპედია)

ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევენების შედეგებზე პირველ შეფასებებს აკეთებენ. "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი და კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული ამერიკის ხმის კორესპონდენტს ნიუ-იორკში ესაუბრნენ.

ამერიკელი პოლიტოლოგები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან , 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებებს საარჩევნო პროცესზე საუბრით იწყებენ. ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, ალექსანდრ ქულის აზრით კი არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.

ლინკოლნ მიტჩელი: ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ, ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, აუხსენლ მოვლენებს, რომელიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო ვიდრე ოთხი წლის და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკეთესი მმართველობა იქნებოდა თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც.

ალექსანდრ ქული: მთლიანობაში, ჩემთვის არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა. რათქმაუნდა უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება ეს შოკი არ ყოფილა ჩემთვის.

წინასაარჩევნო პროცესში მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი მხარდამჭერებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებოდა. სააკაშვილი ისევ კიევშია, ნაციონალური მოძრაობა კი გაქრობის ნაცვლად ამომრჩეველთა ხმების 27.1 %-ით არჩევნებში გამარჯვებული ძირითადი ოპოზიციური ძალაა.

ალექსანდ ქული: სუპერ უმრავლესობით შესვლა პარლამენტში-ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია . იყო მოწოდებებიც , რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები. თუმცა საბოლოოდ ეს მთავარი უკვე აღარ არის.
ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებზე
მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48 % პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება.ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ საკმაოდ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ასე წარსდგა ხალხის წინაშეც. იყო მოწოდებები რეჟიმის ცვლილებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ახალი რეალობის შექნაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ მიიღეს 20% მეტი მაჩვენელი და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ არსებულ სივრცეში. ეს მართალაც კარგი შედეგი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის" იმ ფონზე როდესაც ქართული ოცნება აცხადებდა, რომ მათ გააქრობდა ქართული პოლიტიკიდან.

ლინკოლნ მიტჩელი: ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ "თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკელებს" ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში. მართალია აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში, 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე.

ქვეყნის პარლამენტში, რომელიც ბოლო ოცი წელია დასავლეთის მოკავშირეა და ცოტა ხნის წინ, ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა, პირველად პრორუსული ძალა ექვს მანდატს იღებს. რამდენად უცნაურია ეს ქვეყნისთვის, რომლის სამხედრო პარტნიორი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია და რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოში არის ხალხი რომელსაც არ მოსწონს ნატოს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. "პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა - ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა, ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას
შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა.

ალექსანდრე ქული: ვფიქრობ რომ საქართველოში გაჩნდა კრიტიკული განწყობა დასავლეთის მიმართ გართულებული ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესის გამო, რაც წესით ბენეფიტი უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთის წევრობისთვის მზად არის. არის სკეპტიციზმი ნატოს მიმართაც წევრობასთან დაკავშირებით. პრორუსული პარტიისთვის 5% ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს რუსეთის ისტორიულ გამარჯვებას და რუსეთის მხარდაჭერას ან იმას რომ მოსახლეობის 99% მხარს რუსეთს უჭერს. რათქმაუნდა რუსეთში უხარიათ, რომ იქ თავიანთი იდეების გამხმოვანებელი ეყოლებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამერიკისთვის, სადაც არ ფიქრობენ რომ ეს საფრთხის შემცველია და რაიმე დიდი გავლენა ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციაზე.

ლინკოლნ მიტჩელს უტოპიურად მიაჩნია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვოლსკის განცხადება, რომ პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა მიეცეს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი დასაწყისი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ამბობს ალექსანდრ ქული. "ამერიკის ხმის" კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას კანდიდატად კვლავ სააკაშვილი, ალექსანდ ქული პასუხობს:

ალექსანდრ ქული: საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა. საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება.

XS
SM
MD
LG