ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გამარჯობა, მე მაკინტოში ვარ" - თქვენი "მაკის" წინაპარი 37 წლისაა


1984 წლის 24 იანვარს კალიფორნიაში 8 წლის ისტორიის მქონე კომპანია "ეფლი" პრესკონფერენციას აწყობს. შეიძლება ცოტას თუ ჯეროდა იმ ამბიციური გეგმის შესახებ, რის პრეზენტაციასაც კომპანიის დამფუძნებელი ამერიკელ ხალხს და სრულიად მსოფლიოს სთავაზობდა. კომპიუტერი დიდი ეკრანით, კარგი გამოსახულებით, პროგრამული უზრუნველყოფით და აპლიკაციებით.

ამბიციური გეგმის სანახავად ათასობით ადამიანი და თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთ სივრცეში გაერთიანდა. ბნელი სცენა, პატარა განათებით, მალევე დაიკავა სტივ ჯობსმა, რევოლუციონერმა ახალგაზრდამ.

პირველი მაკინტოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:26 0:00

"თქვენ უკვე იხილეთ მაკინტოშის სურათები, ახლა კი მე მას, მაკინტოშს, პერსონალურად გაჩვენებთ. ის, რასაც თქვენ სურათებში ხედავდით დიდ ეკრანს და კომპიუტერს ჩვენ რეალობად ვაქციეთ და ის ამ შეფუთვაში იმალება,"- თქვე სცენაზე ასულმა სტივ ჯობსმა. სცენა შავი ბექგრაუნდით და მცირე განათებით ეფლის პრეზენტაციების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია და ის დღემდე შემორჩენილია.

ახალი კომპიუტერული ერის დაწყებამდე დარბაზში სრული სიჩუმე იყო, შეიძლება ითქვას, მხოლოდ სტივ ჯობსის გადაადგილების ხმა ისმოდა. ნელი მოძრაობით ჯობსმა შეფუთვიდან კომპიუტერი ამოიღო და ჩართო რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა. პრეზენტაცია მუსიკის ვანგელისის " ცეცხლოვანი ეტლების" ფონზე გრძელდება.

კომპიუტერი რამდენიმე წუთში ჩაირთო პირველად ეკრანზე კი წარწერა "მაკინტოში" გამოჩნდა. სტივმა საზოგადოებას აუხსნა თუ რა იყო მაკინტოშის მთავარი განმასხვავებელი ნიშნები, შემდეგ საზოგადოებას მაკინტოში წარუდგინა და კომპიუტერს მისცა საშუალება საკუთარი თავის პრეზენტაცია მოეხდინა.

"გამარჯობა მე მაკინტოში ვარ,"- თქვა კომპიუტერმა და საზოგადოებას თავის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, ბოლოს კი მადლობა შემქნელს, სტივ ჯობს გადაუხადა.

ისტორიულად მანამდე მოლაპარაკე კომპიუტერი შეიძლება არავის ჰქონდა ნანახი, რადგან კომპიუტერული ერა ამერიკასა და მსოფლიოში რომელსაც სტივი "რევოლუციის" საწყისს უწოდებდა ახალ ნაბიჯებს დგამდა. ჯერ ვერავის წარმოედგინა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ისე როგორც დღეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებდა.

მაკინტოში აღიარებულია რომ გახდა მძლავრი კომპიუტერებისა და კომპიუტერული სისტემების საწყისი. პირველი მაკინტოშის მონაცემები ასეთი იყო:

Macintosh 8MHz Motorola 68000 პროცესორით; 128 კბ ოპერატიული მეხსიერება; 9 ინჩიანი შავ-თეთრი ეკრანი და 3.5 ინჩიანი Floppy Drive-ით. Floppy Drive 90-იანი წლების მიწურულს უკვე კარგავს აქტუალურობას და დღეისათვის ის საერთოდ აღარ გამოიყენება. ეს იყო ერთგვარი მეხსიერების ბარათი რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპიუტერის ჩართვისთვის გამოიყენებოდა.

სტივის რევოლუციური ქმნილება ამერიკაში მომდევნო წლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ტელეარხმა "abc" არაერთი გადაცემა მიუძღვნა კომპანია ეფლის და სტივ ჯობსის ნამუშევარს. ერთ-ერთი სიუჟეტის ბოლოს კალიფორნიიდან კი, ჟურნალისტის საავტორო ტექსტი კომპიუტერმა წარმოთქვა და წამყვანს მიმართა. ამავე ეთერში სტივ ჯობსმა აღნიშნა, რომ მას სურს რომ ყველა ოჯახში იყოს კომპიუტერი.

მაკინტოში ტელეარხ abc-ის სიუჟეტში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

ჯობსის იდეამ გაამართლა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ერთ წელში მხოლოდ ამერიკაში ჯობსმა 70 000-ზე მეტი მაკინტოში გაყიდა, ერთის ფასი კი 2 495 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც დღევანდელობაში 600 ამერიკულ დოლარს მცირედით აღემატება. 1984 წელს ეფლმა მაკინტოში გააუმჯობესა და მსოფლიოს მაკინტოშ 2-ი წარუდგინა, მალევე გამოვიდა ფერად ეკრანიანიკომპიუტერები და მას შემდეგ ეფლი საზოგადოებას ყოველ წელს მის ახალ პროდუქტს შემოდგომაზე აცნობს.

ამჟამად ბაზარზე არც მაკინტოში, არც მაკინტოში მინი, ფაუვერბოკუი, აიბუკი და იმაკ გე3 აღარ იყიდება. ეფლი დრეს iMac, iMac Pro, Mac Pro, Mac Mini, MacBook Pro, Macbook Air აწარმოებს, მათი საწყისი კი სწორედ 1984 წლის 20 იანვარია.

სტივ ჯობსი გარდაიცვალა, თუმცა მისი იდეები დღემდე ცოცხლობს და მის მიერ 45 წლის წინ დაფუძნებული კომპანია დღეს ბაზრის ლიდერია, წლიდან წლამდე "ეფლი" საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს და წარმატებულ ისტორიას ქმნის.

წელს პირველად ეფლმა ახალი საკუთარი წარმოების ჩიპი წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც ეფლის კომპიუტერების უფრო სწრაფ მუშაობას შეუწყობს ხელს, 2021 წლამდე კომპანია საკუთარი წარმოებით ჩიპებს მხოლოდ ტელეფონებსა და აიპადებში იყენებდა, თუმცა აწი კომპანია intel-თან კავშირს წყვეტს და საკუთარ წარმოებას იწყებს.

მაკინტოშის გამოსვლიდან 37 წელი გავიდა, კომპანია ეფლის დაარსებიდან კი 2021 წლის 1 აპრილს 45 წელი შესრულდება. ამერიკული კომპანია კალიფორნიიდან, რომელმაც ისტორია ავტოფარეხიდან დაიწყო დღეს მსოფლიოს ტექნოლოგიების ლიდერი და ნოვატორია. კომპანიას წინ არაერთი ამბიციური გეგმა და მომხმარებლისთვის ბევრი სიურპრიზი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG