ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა


ბრიტანეთმა წლების განმავლობაში ნავთობის და გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალი პროექტის განხორციელების ნებართვა გასცა და აცხადებს, რომ გარემოს დამცველთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტად რჩებოდა.

ჩრდილოეთის ზღვაში Equinor (EQNR.OL)-ის როუზბენკის საბადოს შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ მთავრობის შუალედური გეგმების გამარტივების შემდეგ გაკეთდა. ამის მიზანი კი 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაა. კრიტიკოსებმა თქვეს, რომ ბრიტანეთის ნულოვანი გამონაბოლქვის გეგმას შეეძლებოდა სხვა ქვეყნებიც წაეხალისებინა, გაეაქტიურებინათ კლიმატის საკითხზე ამბიციური ნაბიჯების გადადგმა.

ენერგო-უსაფრთხოების მინისტრმა კლერ ქუთინომ განაცხადა, რომ გამონაბოლქვის მხრივ, როუზბენკი ნავთობის და გაზის უფრო ძველ ობიექტებთან შედარებით ნაკლებად ინტენსიური იქნება. როუზბენკის გამონაბოლქვის შემცირების გეგმის ქვაკუთხედი, საწვავის ამოღების პროცესის ელექტრიფიცირებაა.

ნორვეგიული ენერგო ჯგუფი Equinor აცხადებს, რომ საბადოს ელექტრიფიცირება, რომელმაც საწვავის მოპოვება 2026/27 წლებიდან უნდა დაიწყოს, ყველაზე ადრე 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მთავრობას დაჟინებით სთხოვდნენ როუზბენკის დამუშავება შეეჩერებინა და ამბობენ, რომ ის ნულოვანი გამონაბოლქვის ეკონომიკის გეგმას ეწინააღმდეგება.

ამის მიუხედავად, ივლისში პრემიერმა სუნაკმა მხარი დაუჭირა ჩრდილოეთის ზღვის პროექტს და ამბობს, რომ ენერგოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ბრიტანეთს მეტი ადგილობრივი წიაღისეული საწვავი სჭირდება და ნავთობი და გაზი ქვეყნის ეკონომიკაში 2050 წლისთვისაც კი იქნება ჩართული.

XS
SM
MD
LG