ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაშუშობაში ბრალდებული სქესის შეცვლას გეგმავს


25 წლის ბრედლი მენინგის განცხადებით, იგი ქალად თავს ბავშვობიდან აღიქვამს

ამერიკელ ჯარისკაცს ბრედლი მენინგს, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში უსაფრთხოების სფეროს ყველაზე სკანდალური საქმის გამო 35 წლით პატიმრობა მიესაჯა, აცხადებს, რომ იგი სინამდვილეში ქალია და მას სახელად ჩელსი ჰქვია.
დღეს ამერიკის ტელევიზიამ მენინგის განცხადება გაავრცელა:
„მინდა იცოდეთ, ვინ ვარ სინამდვილეში. მე ქალი ვარ, მე ჩელსი მენინგი მქვია.“
25 წლის მენინგის განცხადებით, იგი ქალად თავს ბავშვობიდან აღიქვამს და როგორ კი საშუალება მიეცემა, სქესის გამოცვლის მიზნით, ჰორმონებით თერაპიას დაიწყებს. მენინგმა მოითხოვა ყველასგან, რომ მას ახალი სახელით „ჩელსით“ მიმართონ და მისი მისამართით ქალის პირის ნაცვალსახელები გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG