ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა სეპარატისტული ცხინვალის რეგიონი მოინახულეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

რუსეთის დელეგაციაში შეიოდა აგრეთვე რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური პროკურორი იური ჩაიკა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის განცხადებით ბატონმა ჩაიკამ და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურორმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რომლიც გულისხმობს ერთობლივ ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი.

XS
SM
MD
LG